2. პროექტის
მთავარი იდეა: მოსწავლეებმა
გააცნობიერონ თამბაქოს მავნე ზეგავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე.
3. პროექტის აქტუალობა: ეს პროექტი აქტუალური იქნება იმიტომ, რომ მოსწავლეები გაიგებენ ბავშვთა
და მოზარდობის ასაკში თამბაქოს მოწევის მიზეზებს, და რატომ უჩნდებად პირველ რიგში ცნობისმოყვარეობა, მიმბაძველობა, სწრაფვა თამბაქოს
მიმართ.
4. პროექტის მიზნები: ინფორმაციის მიწოდება ორგანიზმზე თამბაქოს ზემოქმედების
შესახებ. მოსწავლეები გაერკვევიან თამბაქოს მოწევის პათოლოგიური დამოკიდებულების არსში,
გააცნობიერებენ რას ნიშნავს იყო დამოკიდებული, რა მახასიათებლები აქვს დამოკიდებულებას
და რა პრობლემას უქმნის ადამიანს პათოლოგიური დამოკიდებულება.
5. მონაწილეთა ასაკი: 15-16 წელი
6. ვადები და ხანგრძლივობა: ერთი თვე.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები ჩაატარებენ სოციალურ კვლევას, შეავსებენ
გამოკითხვის ანკეტას, თვითონ მოამზადებენ კითხვებს
და ჩაატარებენ გამოკითხვას სოფელში. შემდეგ შეაჯამებენ ანკეტის და კვლევის შედეგებს,
იმსჯელებენ და შედეგების საფუძველზე შექმნიან ნახატს და გამოუშვებენ კედლის გაზეთს.
8. პროექტისთვის საჭირო მასალები: კომპიუტერი, ინტერნეტი, ბიოლოგიის სახელმძღვანელო,
პროექტორი.
9. პროექტის მსვლელობა ( ძირითადი აქტივობები) : 1.
კლასი გაიყოფა ორ ჯგუფად,
თითოეულ ჯგუფს მიეცემა შესაბამისი დავალება. ერთი ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას თამბაქოს
მოწევის უარყოფით მხარეებზე მეორეს კი დაევალება გაარკვიოს თუ რატომ უწყობს ხელს მწეველი
საკუთარი ნებით ჯანმრთელობის გაუარესებას. 2.
მასწავლებელი პერიოდულად შეამოწმებს მოსწავლეების მიერ მოძიებულ ინფორმაციას და აძლევს
მითითებებს. 3. მოსწავლეები შეგროვებული
მასალებს დაამუშავებენ და აკეთებენ პრეზენტაციას.
10. საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო
გეგმასთან კავშირი: ინტეგრირება
ისტთან. ბიოლ. X. 10. 6. საუბრობს ნერვული
სისტემისთის ზოგიერთი მედიკამენტის დამაზიანებელ ეფექტზე. კვლ.X. 4. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება.
11.პროექტის ხელმძღვანელი: თამილა ყველაშვილი
13. პროექტის ბლოგი: http://tamilakvelashvili.blogspot.com/
No comments:
Post a Comment