Saturday, March 18, 2017

პროექტი

1. პროექტის სახელწოდaება: მოწევა კლავს ადამიანს.
2.  პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეებმა გააცნობიერონ თამბაქოს მავნე ზეგავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე.
3. პროექტის აქტუალობა: ეს პროექტი აქტუალური იქნება იმიტომ, რომ მოსწავლეები გაიგებენ ბავშვთა და მოზარდობის ასაკში თამბაქოს მოწევის მიზეზებს, და რატომ უჩნდებად პირველ რიგში   ცნობისმოყვარეობა, მიმბაძველობა, სწრაფვა თამბაქოს მიმართ.
4. პროექტის მიზნები: ინფორმაციის მიწოდება ორგანიზმზე თამბაქოს ზემოქმედების შესახებ. მოსწავლეები გაერკვევიან თამბაქოს მოწევის პათოლოგიური დამოკიდებულების არსში, გააცნობიერებენ რას ნიშნავს იყო დამოკიდებული, რა მახასიათებლები აქვს დამოკიდებულებას და რა პრობლემას უქმნის ადამიანს პათოლოგიური დამოკიდებულება.
5. მონაწილეთა ასაკი: 15-16 წელი
6. ვადები და ხანგრძლივობა: ერთი თვე.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები ჩაატარებენ სოციალურ კვლევას, შეავსებენ გამოკითხვის ანკეტას, თვითონ  მოამზადებენ კითხვებს და ჩაატარებენ გამოკითხვას სოფელში. შემდეგ შეაჯამებენ ანკეტის და კვლევის შედეგებს, იმსჯელებენ და შედეგების საფუძველზე შექმნიან ნახატს და გამოუშვებენ კედლის გაზეთს.
8. პროექტისთვის საჭირო მასალები: კომპიუტერი, ინტერნეტი, ბიოლოგიის სახელმძღვანელო, პროექტორი.    
9. პროექტის მსვლელობა ( ძირითადი აქტივობები) : 1. კლასი გაიყოფა ორ ჯგუფად, თითოეულ ჯგუფს მიეცემა შესაბამისი დავალება. ერთი ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას თამბაქოს მოწევის უარყოფით მხარეებზე მეორეს კი დაევალება გაარკვიოს თუ რატომ უწყობს ხელს მწეველი საკუთარი ნებით ჯანმრთელობის გაუარესებას. 2. მასწავლებელი პერიოდულად შეამოწმებს მოსწავლეების მიერ მოძიებულ ინფორმაციას და აძლევს მითითებებს. 3. მოსწავლეები შეგროვებული მასალებს  დაამუშავებენ და აკეთებენ პრეზენტაციას.
10. საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ინტეგრირება ისტთან. ბიოლ. X. 10. 6. საუბრობს ნერვული სისტემისთის ზოგიერთი მედიკამენტის დამაზიანებელ ეფექტზე. კვლ.X. 4. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება.
11.პროექტის ხელმძღვანელი: თამილა ყველაშვილი
12. ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: tamokvelashvili@gmail.com
13. პროექტის ბლოგი: http://tamilakvelashvili.blogspot.com/
                                                                                                                        


Tuesday, March 14, 2017

ავტობიოგრაფია

მე თამილა ყველაშვილი დავიბადე 1974 წლის 13 დეკემბერს, სოფელ მუხრანში.დავამთავრე პატარა ქანდის არასრული საშუალო სკოლა , შემდეგ სწავლა გავაგრძელე ძველი ქანდის საჯარო სკოლაში.მივიღე უმაღლესი პედაგოგიური განათლება. მყავს მეუღლე და ორი შვილი.

იმერეთი

იმერეთიდასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარე, ამჟამად იმერეთის მხარის ნაწილი. ვრცელი მნიშვნელობით იგი დასავლეთ საქართველოს ისტორიული სახელწოდებაა, ისევე როგორც ძველი , ეგრისი, აფხაზეთი.
კოლხეთი


საკუთრივ იმერეთი შემოსაზღვრულია აღმოსავლეთით ლიხის ქედით, დასავლეთით ცხენისწყლით, ჩრდილოეთით კავკასიონის ქედით და სამხრეთით ფერსათის, ანუ მესხეთის მთებით. სახელწოდება დაკავშირებულია ამ მხარის მდებარეობასთან, იმერეთი, ანუ ლიხსიქითა მხარე.

იმერეთი იყოფა ორ ნაწილად: ზემო და ქვემო იმერეთად. იმერეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლები ადასტურებს, რომ ამ მხარეში ადამიანს ცხოვრება, ჯერ კიდევ, ქვედა პალეოლითის ხანაში დაუწყია. მათ შორისაა საკაჟიის და ჭახათის (მდ. წყალწითელას ნაპირზე), დევისხვრელის (მდ. ჩხერიმელას ნაპირზე) გამოქვაბულები, სათაფლიის მიდამოები და სხვა. საქალაქო ცხოვრების უძველესი პერიოდის არქეოლოგიური ძეგლები ნაპოვნია ქუთაისში, ვანში, ვარციხეში (როდოპოლისი), შორაპანში და სხვა. მხარის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ამ ქალაქებს ოდითგანვე დიდი სტრატეგიული, ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა.